LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ჩხაიძე: „თუკი პედაგოგები არ აიცრებოდნენ, ისევე, როგორც მშობლები, როგორ იქნებოდნენ ბავშვები უსაფრთხოდ?!“

925
page

„ფორტუნას“ „დილის სტუმარია“ ციციშვილის კლინიკის დირექტორი, მაია ჩხაიძე, რომელმაც კოვიდისა და სეზონური ინფექციების თანხვედრაზე ისაუბრა.

მაია ჩხაიძე:

ბოლო პერიოდში, კოვიდის დელტა შტამით ავადობამ იმატა, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში. სწორედ ბავშვები წარმოადგენენ დელტა შტამის ძირითად სამიზნეს. 2020 წლის შემდეგ სამჯერ მეტია პატარების ავადობის მაჩვენებელი. ადრე კვლევები გვიჩვენებდა, რომ მუცლადყოფნის პერიოდში დედისგან ნაყოფის დაინფიცირება არ ხდებოდა, ახლა კი ბავშვი შესაძლოა, თანდაყოლილი ინფექციით დაიბადოს.

კორონავირუსს გამოხატული სინდრომი არ ახასიათებს, ის ჰგავს სეზონურ ვირუსს, სიმპტომებით დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, მას ახლავს ცხელება, ყელის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი. ტესტი არის დიაგნოსტიკის ერთადერთი საშუალება.

ბავშვებს შორის ძალიან ხშირია ორი სხვადასხვა ინფექციის, კორონასა და სეზონური ვირუსის თანხვედრა. ზოგადად, ადამიანის ფსიქიკა ისეთი რამაა, რომ მათ შორის სამედიცინო პერსონალიც კი ამბობს ხოლმე, რომ გაცივდა, კონდიციონერთან იჯდა, მათ არ სურთ დაიჯერონ, რომ კორონა აქვთ.

მიგაჩნიათ თუ არა, რომ ახლა სასწავლო დაწესებულებების გახსნა ინფიცირების უდიდესი რისკია?

ბავშვებს დისტანციური სწავლების გამო ძალიან დიდი პრობლემები შეექმნათ, როგორც კოგნიტური, ასევე ურთიერთობის. წინ წამოიწია კვების პრობლემამ, ჭარბწონიანობამ, ამაში ენდოკრინოლოგებიც დაგვეთანხმებიან. უმოძრაობამ და გარე სამყაროსგან მოწყვეტამ ძალიან ცუდი შედეგები გამოიღო, ამიტომ სკოლებისა და ბაღების გახსნა მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, თუმცა ეს სეგმენტი მზად უნდა ყოფილიყო. თუკი პედაგოგები არ აიცრებოდნენ, ისევე, როგორც მშობლები, როგორ იქნებოდნენ ეს ბავშვები უსაფრთხოდ?! ბავშვების დასაცავად უნდა ვიყოთ მშობლებიც და პედაგოგებიც აცრილები, ჩვენ ამ ტემპით ვერანაირად ვერ დავამარცხებთ კორონავირუსს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები