LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ცქიტიშვილი მოვაჭრეებს: ყველას ვურჩევ, სწრაფად აუღონ ალღო ცვლილებებს

86
121082458-3758264217540006-6041109145533658464-o

ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი სავაჭრო სექტორში დასაქმებულებს ურჩევს, სწრაფად გადაეწყონ ახალ რეალობაზე, რაც მომხმარებელთან მეტად დისტანციურ ურთიერთობას გულისხმობს.

„გადაწყობის პროცესი ძალიან რთულია, საქმე ის არის, რომ უკვე ერთხელ გამოვიარეთ ის ეტაპი, როცა ყველა ჩვენი ბაზრობა და სავაჭრო ქსელი მუშაობდა ონლაინ-რეჟიმში. კარგად გვესმის, რომ დისტანციური მომსახურეობა განსხვავდება მოქალაქეების ფიზიკური მისვლისგან. გვესმის, რომ საქმიანობის ეს ფორმა არის შეზღუდვა იმასთან შედარებით, რასაც არიან შეჩვეული, სწორედ ამიტომ არის შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი. ყველას ვურჩევ, სწრაფად აუღონ ალღო ამ ცვლილებებს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომპენსაციის გაცემის დასაწყებად მთავრობა დასაქმებულების და თვითდასაქმებულების სიებს ელოდება

თვითდასაქმებულ პირებს, რომლებსაც აქვთ საბანკო ვალდებულებები, სესხის რესტრუქტურიზაციის ნაწილშიც დაეხმარებიან

შეგახსენებთ, 28 ნოემბრიდან, 24 დეკემბრამდე ქვეყნის რვა დიდ ქალაქში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, გორი, რუსთავი და თელავი, ასევე, სათხილამურო კურორტებზე: ბაკურიანი, გუდაური, მესტია და გოდერძი – ყველა სახის ბაზრობები, ყველა სახის სავაჭრო ობიექტები, გადადიან ონლაინ დისტანციურ მუშაობაზე (მიტანის სერვისებზე).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g