„მაია სანდუ, თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა – მოლდოვას არჩევნები საქართველოს მოპარული არჩევნების საუკეთესო „მტკიცებულებაა“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
სალომე ზურაბიშვილი მოლდოვის მოქმედ პრეზიდენტს, მაია სანდუს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს:
ხმების 98% დათვლილია: მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუ ლიდერობს
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმების 98 პროცენტის დათვლის შემდეგ მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ მან ხმების 54, 91% მიიღო.
„მოლდოვის არჩევნები საქართველოს მოპარული არჩევნების საუკეთესო „მტკიცებულებაა“ : რუსეთის მხრიდან მსგავსი ჩარევისა და მასიური გაყალბების მიუხედავად, მოლდოვა დიასპორის 300 000 ამომრჩეველმა გადაარჩინა. ჩვენი ძლიერი დიასპორის 1 000 000 წარმომადგენელი შეზღუდეს. ხმის მიცემის ნება მხოლოდ 34 000-ს დართეს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, გუშინ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც, წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმების 98 პროცენტის დათვლის შემდეგ მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ მან ხმების 54, 91% მიიღო, მისმა მეტოქემ, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ალექსანდრ სტოიანოგლუმ, რომელსაც პრორუსული „მოლდოვის სოციალისტური პარტია“ უჭერს მხარს, 45,09%.