LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიბახის პირველი კაბრიოლეტი – ნამდვილი ფუფუნება

400

კომპანია ”მერსედეს ბენცმა” თავისი პირველი კაბრიოლეტი წარმოადგინა, რომელიც ”მერსედეს-მაიბახის” სამოდელო ხაზის ნაწილი გახდება. მოდელის დებიუტი, სახელწოდებით ”Mercedes-Maybach S 650 Cabriolet” ლოს-ანჯელესის ავტოსალონზე შედგება.

კაბრიოლეტის საფუძველი S კლასის ”მერსედეს ბენცის” კაბრიოლეტი გახდა. გერმანელები ასეთ ”მაიბახს” მხოლოდ 300 ერთეულს ააწყობენ.

”Mercedes-Maybach S 650 Cabriolet”-ის ინტერიერი მთლიანად ტყავით არის გაწყობილი. გარდა ამისა, ორკარიანი ავტომობილის სალონში ნატურალური ხისგან დამზადებული დეკორატიული ელემენტებიც არის, ხისგან არის ასევე თავად ”მაიბახის” ლოგოტიპი დამზადებული.

ამ ყველაფერთან ერთად სალონში იქნება სპეციალური დაფაც, სადაც აღნიშნული 300 ეგზემპლარიდან ავტომობილის რიგითი ნომერი იქნება მითითებული.

მოძრაობაში ”მაიბახის” პირველი კაბრიოლეტი ექვს ცილინდრიანი, ბიტურბო V12 ძრავის საშუალებით მოდის, რომელიც 630 ცხენის ძალას ავითარებს. ას კილომეტრამდე კი 4,1 წამში ჩქარდება.

”მაიბახის” კაბრიოლეტი 300 000 ევრო ეღირება. სალონის განათების ნათურები ”სვაროვსკის” კრისტალებით არის მორთული. სტანდარტულ აღჭურვილობაში ასევე შედის მძღოლისა და მგზავრების ყელისა და თავის ზონაში თბილი ჰაერის დაბერვაც.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის – ავტომობილის მყიდველი კომპლექტში მიიღებს ოთხ ჩანთასაც, რომელიც ისეთივე ფერის ტყავისგან არის დამზადებული, რაც ავტომობილი სალონშია გამოყენებული. ასევე საჩუქრად მიიღებს ავტომობილის შემოსაკრავს, გასაღების ბრელოკსა და სერტიფიკატს, რომლესაც ხელს კონცერნ Daimler AG-ის ხელმძღვანელი, დიტერ ცეტშე აწერს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები