აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი, ლათინური ამერიკის ქვეყნებს მოუწოდებს, ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობები გაწყვიტონ.
ეს განცხადება მაიკ პენსმა სანტიაგოში, ჩილეს პრეზიდენტთან, მიშელ ბაჩელეტთან, ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩილე, ბრაზილია, მექსიკა და პერუ შემოგვიერთდებიან და ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიურ და სავაჭრო ურთიერთობებს გაწყვეტენ,“ – აღნიშნა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა.
ჩრდილოეთ კორეას მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გააქტიურების გამო, გაერო-ს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც ჩრდილოეთ კორეისთვის დაწესებულ სანქციებს ამკაცრებს.