„ტრანსფორმერების“ რეჟისორმა, მაიკლ ბეიმ ფილმის მეხუთე ნაწილისთვის Chevrolet Camaro-ს ახალი ვერსია წარმოადგინა. სწორედ ამ ავტომობილად გარდაიქმნება ფილმის ერთ-ერთი გმირი – რობოტი ბამბლბი.
ბეიმ აღნიშნა, რომ ავტომობილს სპეციალურად ფილმისთვის კონცერნი General Motors ქმნის. დეტალური ინფორმაციის გაჟღერებისგან რეჟისორმა თავი შეიკავა.
Chevrolet Camaro-ს სტანდარტული ვერსია
შეგახსენებთ, რომ „ტრანსფორმერების“ მეხუთე ნაწილის პრემიერა აშშ-ში 2017 წლის 23 ივნისს გაიმართება.