LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ჯექსონის ქალიშვილი შესაძლოა მამის მემკვიდრეობის გარეშე დარჩეს

49

პოპ-მეფის, მაიკლ ჯექსონის 17 წლის ქალიშვილი, პერისი საიდუმლოდ გაჰყვა ცოლად თავის 18 წლის ბოიფრენდს, ფეხბურთელ ჩესტერ კასტელოუს. ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტი წყვილმა სოციალური ქსელით გაასაჯაროვა, როდესაც პერისმა გვარი ჯექსონ-კასტელოუდ გადაიკეთა, სტატუსი კი – დაქორწინებულად.

როგორც დასავლური პრესა წერს, ამ გზით ის მრავალმილიონიანი ქონების მიღების საფრთხის ქვეშ იმყოფება.

გარდაცვალების შემდეგ, საკუთარ შვილებს მაიკლმა 400 მილიონი დოლარი დაუტოვა. აღსანიშნავია ისიც, რომ ფულის გამომუშავება მომღერლის გარდაცვალების შემდეგაც არნახული სისწრაფით მატულობს. არსებული ინფორმაციით, ამჟამად პოპის მეფის ანგარიშზე 2 მილიარდი დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები