LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაილი საირუსი, სნუპ დოგი, ჯულია რობერტსი – დასახელდნენ ვარსკვლავები, რომლებიც ,,ოქროს გლობუსზე” გამარჯვებულებს გამოაცხადებენ

131
download

ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ ის ვარსკვლავები დაასახელა, რომლებიც ,,ოქროს გლობუსის 83-ე დაჯილდოებაზე” გამარჯვებულებს გამოაცხადებენ.

ამანდა სეიფრიდი, ანა დე არმასი, ჩარლი XCX, კრის პაინი, კოლმან დომინგო, დაკოტა ფენინგი, ჯორჯ კლუნი, ჰეილი სტეინფილდი, ჯენიფერ გარნერი, ჯულია რობერტსი, კევინ ჰარტი, ლისა, მაკოლეი კალკინი, მილა კუნისი, მაილი საირუსი, ორლანდო ბლუმი, პამელა ანდერსონი, ქუინ ლატიფა, სნუპ დოგი, ზოი კრავიტცი, – ეს იმ ჰოლივუდელთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც საღამოზე წამყვანების ამპლუას მოირგებენ, ოქროსფერ კონვერტებს გახსნიან და გამარჯვებულებს პრემიებს გადასცემენ.

შეგახსენებთ, რომ ,,ოქროს გლობუსის 83-ე დაჯილდოება” 11 იანვარს გაიმართება. დაჯილდოების ნომინაციებს პოლ ტომას ანდერსონის ,,ბრძოლის შემდეგ ბრძოლა” ლიდერობს. ფილმს 9 ნომინაცია აქვს.

არიანა გრანდე ,,ოქროს გლობუსის” ნომინანტთა შორის მეორედ მოხვდა – დაჯილდოების ნომინანტები ცნობილია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები