მაილი საირუსმა მომავალი დისკის დეტალები გაამხილა. ცნობილი გახდა, რომ ორი წლის შემდეგ, არტისტი მეცხრე სტუდიურ ალბომს – Something Beautiful გამოუშვებს. ლონგფლეი, რომლის რელიზი 30 მაისს შედგება, 13 ტრეკს გააერთიანებს.
ფირფიტის გარეკანზე შემსრულებელი ტიერი მუგლერის მაღალი მოდის 1997 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის საკულტო ლუქითაა აღბეჭდილი.
საირუსმა ახალი მუსიკალური პროექტის შესახებ გასული წლის ბოლოს, ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ჩანაწერის შექმნის ინსპირაციად, Pink Floyd-ის 1979 წლის მეშვიდე სტუდიური ალბომი – The Wall იქცა.
@somethingbeautifulmiley MILEY IS COMING #mileycyrus #mileycyrusfans #somethingbeautiful #mugler ♬ Medusa – Amanati