მაილი საირუსმა ჯიმი ფელონის ღამის შოუში იმღერა, სადაც მარკ რონსონიც გამოჩნდა. საინტერესოა, რომ ამერიკელმა მომღერალმა 1953 წლის საშობაო სიმღერას Santa Baby, რომლის თავდაპირველი ვერსია, ერტა კიტმა ჩაწერა, ტექსტი ფემინისტური იდეით შეუცვალა.
აღსანიშნავია, რომ სადღესასწაულო ჰიტის ქავერით 26 წლის შემსრულებელი ამბიციურ გოგონას მოგაგონებთ, რომელიც სანტას საჩუქრებზე უარს ამბობს, რადგან ყველაფერის ყიდვა თავადაც შეუძლია.
https://www.youtube.com/watch?time_continue=148&v=rPdXgCq_Rlg