სანტ-აგატა-ბოლონიეზეს მუზეუმში, მაისის თვეში Lamborghini-ის ელექტროველოსიპედის პრეზენტაცია შედგა, რომლის გაყიდვებიც სტარტს მაისში აიღებს. რაც შეეხება იტალიური მარკის პირველ ელექტრო ავტომობილებს, ისინი 2025 წლამდე არ გამოჩნდებიან.
ელექტრო ველოსიპედების წარმოებას Lamborghini სტარტაპ Italtechnology-სთან ერთად იწყებს. სიახლეს, რომელსაც ოთხი საერთაშორისო პატენტი აქვს, ხუთი წლის განმავლობაში ამუშავებდნენ. კერძოდ, დაპატენტდა სეკვენტალური რვა სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი, უნიკალური ელექტრონული კოდური ბოქლომი, რომელიც უკანა სავარძელს ბლოკავს, ასევე ერთმხრივი უკანა ღერძის სახელური. სხვა წვრილმანები Lamborghini-ს ველოსიპედზე ჯერ-ჯერობით გასაიდუმლოებულია.
ცნობილი ის არის, რომ ჩარჩოშია ჩაშენებული აკუმულატორი და ის Eco რეჟიმში 145 კილომეტრის გავლას ახერხებს. ელემენტების სრულ დატენვას დაახლოებით ოთხი საათი სჭირდება. კომპანია მხოლოდ სამთო ვერსიის ფოტოებს ავრცელებს, როგორი იქნება ჩქაროსნული მოდიფიკაცია, უცნობია.