LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაისში საქართველოს ეკონომიკა 2019 წლის მაისთან შედარებითაც კი გაიზარდა

58
zrda

წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 25.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 11.5 პროცენტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, 2021 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში. ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.

“გასათვალისწინებელია ისიც, რომ როგორც მოგეხსენებათ, 2020 წლის მაისში სახეზე გვქონდა ეკონომიკის, დაახლოებით, 13,5%-იანი ვარდნა, ანუ გარკვეულწილად მაისის თვის ეკონომიკურ ზრდაზე, რასაკვირველია, მოქმედებს საბაზისო ეფექტიც, თუმცა 2019 წლის მაისთან შედარებითაც, კი ფიქსირდება ეკონომიკის 8,8%-იანი ზრდა“,- განაცხადა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა გოგიტა თოდრაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები