LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაისურები გვეცვა იმის დასტურად, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი არის საქართველო“ – მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი

9526
3995-1

“მაისურები გვეცვა სიმბოლურად, იმის დასტურად და თანადგომის ნიშნად რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი არის საქართველო”, – ამის შესახებ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა.

“ყველასთვის კარგად არის ცნობილი რომ ეს თამაში ჩვენთვის ყველაზე განსაკუთრებულია. არამარტო მორაგბეებისთვის ზოგადად, საქართველოსთვისაც. როგორც დავპირდით გულშემატკივარს ბოლომდე დავიხარჯებოდით, ბოლომდე დავიხარჯეთ, ღვთის წყალობით, ჩვენთვის სასურველი შედეგით დამთავრდა თამაში.

მაისურები გვეცვა სიმბოლურად, იმის დასტურად რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი არის საქართველო. საქართველოს რუკა ეხატა და არაფერი სხვა! ჰიმნი იმიტომ იყო ემოციური, რომ ყველაზე ახლოს არის ჩვენს სულიერ მდგომარეობასთან. საქართველოსთვის ვითამაშეთ ეს თამაში და მოვიგეთ,” – განცხადა მერაბ შარიქაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო რაგბი ევროპის (ერთა თასის) 11-გზის გამარჯვებულია (2001, 2007/08, 2009, 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016, 2018, 2019). მეორე ადგილზეა რუმინეთის ნაკრები 5 ტიტულით (2000, 2002, 2005/06, 2010, 2017). ერთხელ ეს ტურნირი მოიგო პორტუგალიამ (2003/04).

მთავარი გასაკეთებელი გაკეთებულია: რუსეთი ფეხქვეშ გავიფინეთ (ვიდეო)

22:6 - საქართველომ ევროპის მოგება რუსეთში აღნიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g