LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა

335
მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 23 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობა და ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები განიხილეს.

„ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ევროპის საბჭოს დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების მაღალ დონეზე დაყენების აუცილებლობას.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ საკითხებზე, ასევე განხილულ იქნა რეგიონში არსებული ვითარება“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g