LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ჩიჩუა: „3 წელია შემაქვს განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროში, რომ ჩემს შვილს თერაპია დაუფინანსდეს და არცერთ ჯერზე არ დაფინანსდა ჩემი მოთხოვნა“

395
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (5)

ყოფილი პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას განცხადებით, შვილისთვის ადრეული განვითარების ცენტრში შესაბამისი თერაპიის დაფინანსებას ითხოვს, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო მესამე წელია უარს ეუბნება. ამის შესახებ მაკა ჩიჩუამ „ფორმულას“ ეთერში აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის მედიკამენტის შემოტანის თაობაზე საუბრისას განაცხადა.

მაკა ჩიჩუას თქმით, აღნიშნულის თაობაზე განცხადებით ჯანდაცვის სამინისტროს არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ:

„თემო დამყავს ადრეული განვითარების ცენტრში. აბსოლუტური უფლება მაქვს, რომ ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადი შევიტანო, რომ დამაფინანსონ, რადგან ამ ბავშვებს ეკუთვნით.

3 წელია შემაქვს ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადი იმიტომ, რომ ისეთი თანხაა [თერაპიებში გადასახდელი], რომ შეიძლება მე არ მქონდეს ასე მობილიზებული.

არცერთ ჯერზე არ დაფინანსდა ჩემი მოთხოვნა, რომ ბავშვს ჰქონდეს თერაპია და დაუფინანსდეს. შეიძლება ერთ წელს დაგაფინანსონ, მეორე წელს არა, მაგრამ აი, ასეთი გულგრილობით ბავშვს არ აფინანსებენ. რაზე ვილაპარაკოთ?!”, — განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

 

 

ნაგვის ურნაში ვართ გაცვლილები — მაკა ჩიჩუა

„ნაგვის ურნაში ვართ გაცვლილები — 3 წელია, შემაქვს განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროში, რომ ჩემს შვილს თერაპია დაუფინანსდეს და არცერთ ჯერზე არ დაფინანსდა ჩემი მოთხოვნა,“ — მაკა ჩიჩუა

Posted by Nino Zhizhilashvili / ნინო ჟიჟილაშვილი on ხუთშაბათი, 27 აპრილი, 2023

 

 

მაკა ჩიჩუასა და ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შვილს, თემოს დაუნის სინდრომი აქვს.

„ფორტუნა“ აღნიშნულ საკითხზე ცდილობს ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდეს.

კომენტარის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.

ცნობისთვის, 2007 წლიდან საქართველოში არსებობს ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო ქვეპროგრამა, რომელიც ემსახურება 0-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მათ ოჯახებს. ის იყენებს საერთაშორისოდ აღიარებულ ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის  მოდელს, რომელიც ხელს უწყობს არა მხოლოდ ბავშვის განვითარებას, არამედ ეხმარება მშობლებს, ბავშვზე მზრუნველებს  და ოჯახს, რომ გაიუმჯობესონ ბავშვისთვის ახალი უნარების  სწავლების ბუნებრივი შესაძლებლობები.

პროგრამა 0-დან 7 წალმდე ასაკის განვითარების შეფერხების, მისი რისკის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის არის განკუთვნილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები