LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ჩიჩუა: „ეს ამბავი კომედიაა, გიორგი იცინოდა, რაღა 11 ათასი დოლარიდან დავიწყე კარიერა ქრთამის აღებაშიო.. ძალიან ბევრი ვიშაყირეთ..“

407
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (1)

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია პოლიტიკურ სპექტრში ისევ შეფასებების საგანია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტების თანახმად, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო.

მარგველაშვილი: „მხიარული კომენტარია, რომ მე გავხდი მექრთამე და ფულის ამღები, პრინციპულად შეურაცხყოფილი ვარ პატარა თანხით – 11 500 დოლარით, ერთადერთი, რაც ემოციურად შემეხო, თანხის სიმცირე იყო“

გიორგი მარგველაშვილის ირგვლივ გაკეთებულ განცხადებებს მისი მეუღლე, მაკა ჩიჩუა ეხმაურება „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

როგორც მაკა ჩიჩუა აღნიშნავს, გიორგი მარგველაშვილი ამ ყველაფერს იუმორით შეხვდა.

ინტერვიუდან ამონარიდს უცვლელად გთავაზობთ:

ეს ამბავი კომედიაა, გიორგი იცინოდა, რაღა 11-ათასი დოლარიდან დავიწყე კარიერა ქრთამის აღებაშიო, მე და გიორგიმ ძალიან ბევრი ვიშაყირეთ..

– ანუ, ამ ყველაფერს იუმორით შეხედეთ?

– რა თქმა უნდა, გვეცინებოდა! ასეთ ამბავში 11-ათასი დოლარის ქრთამად აღება, იმდენად ცოტაა, ეს თემა იმდენად არასერიოზულია, უაზრობა, რომ არც შეფასებას, არც კომენტარს გავაკეთებდი, მაგრამ აუცილებელია.. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ისეთ რამეს ამბობენ, მათთან დისკუსიაში შესვლა არც შეიძლება!

„მარგველაშვილი ვინც არის, ყველამ კარგად იცის – როცა მას უთხრეს, რომ 10 500 დოლარი ჰქონდა აღებული სააკაშვილის ქომაგობაში, მხოლოდ ის თქვა, ამ თანხად როგორ გავიყიდებოდიო“ – კობახიძე

როგორ უნდა ველაპარაკო ვინმეს ასეთ თემაზე, როგორიც არის გიორგისთან ასეთი საქმეების დაკავშირება?! ფულის გადახდა გიორგისთვის – ეს იმდენად დიდი აბსურდია, კომედიაა! თუმცა მათი ტვინი რომ ამ მდგომარეობაშია, ეს ქვეყნისთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა!

– რა მოხდა რეალურად?

– გიული ალასანია ტელევიზიით გამოვიდა და ყველაფერი ძალიან ნათლად ახსნა… მან გარკვეულ პიარკომპანიას გადაუხადა საფასური, რომ ინფორმაცია მსოფლიოში მკაფიოდ გაეჟღერებინათ. როგორც ხდება დღეს, მე თუ ნახატის გაყიდვა მინდა, ამისთვის ხომ სპეციალურ სამსახურს ვუკავშირდები, რომელიც ინფორმაციას გააჟღერებს?!

ჩვენი ქვეყანა რომ ასეთ უბედურ დღეში არ ყოფილიყო, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს ყველას თვალწინ აწამებენ, კლავენ, გიორგი ამისთვის რამდენიმე ქვეყნის ყოფილ პირველ პირს, პრეზიდენტებს დაუკავშირდა. დაახლოებით ოცი ქვეყნის პრეზიდენტის ხელმოწერა შეაგროვა, ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი და თქვენ რას ფიქრობთო? რასაკვირველია, მათაც დაუდასტურეს…

შემდეგ, როგორც გაირკვა, ამ ხელმოწერების შესახებ რომ ხმამაღლა გაჟღერებულიყო, გიული ალასანიამ (რომელთანაც ჩვენ პირდაპირი კავშირი არასოდეს გვქონია) გადაუხადა პიარკომპანიას…

თავისი ერთადერთი შვილისთვის, მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის, დედაა!

აგერ ყველა ვხედავთ, მიხეილ სააკაშვილი რა შესახედიც არის. მიუხედავად ჩემი ოპონირებისა მის მიმართ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ და მით უმეტეს, ყოფილმა პრეზიდენტმა, ხმა უნდა ამოიღო! გიორგიმ მიმართა იმ პრეზიდენტებს, რომლებთანაც მეგობრობა აკავშირებდა, ისინიც აღშფოთდნენ და თანადგომა დაუდასტურეს, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი რომ არ უნდა აწამონ! ცივილურ ქვეყნებში პრეზიდენტებს არ აწამებენ. სასამართლოს წინაშე გვარდება ყველაფერი, ასე პირველყოფილი წამება და ინკვიზიცია სხვა დროს ჩაბარდა. ამ რეჟიმში აღარ ვცხოვრობთ.

ყველაფერი ღიად, გამჭვირვალედ არის, სად რა გადაიხადა გიული ალასანიამ… გიორგი მხოლოდ იმის ინიციატორი იყო, რომ საქართველოს სახელით კიდევ ერთი პრეზიდენტი არ მოვკლათ.. მე არც ვიცოდი, რაზე იყო ლაპარაკი და გადავირიე, რომ ვისმენდი, რას ბოდავენ-მეთქი… გიული ალასანიამ ტელევიზიით განაცხადა, არც გიორგიმ, არც ჟურნალისტებმა არაფერი იცოდნენ, მე პირდაპირ პიარკომპანიას დავუკავშირდი, ამდენი პრეზიდენტების ხელმოწერები რომ მქონდაო..

ინტერვიუ ვრცლად იხილეთ აქ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები