„პირველი არხის“ ახალი გადაცემის წამყვანი მაკა ცინცაძე ამ არხის ეთერში 6 ნოემბერს გამოჩნდა, ახალი ფორმატით. ეს დღე მაკასთვის ისედაც განსაკუთრებული იყო, რადგან დაბადების დღეს აღნიშნავდა. „აქტუალური თემის“ თანამშრომლებმა კი მისთვის დაბადების დღის მილოცვა ორიგინალურად გადაწყვიტეს – გადაცემის დასრულების შემდეგ მას სტუდიაშივე მიართვეს ტორტი და ულამაზესი ყვავილების ბუკეტი. სანამ მაკა სანთლებს აქრობდა, მანამდე მისი თაიგული დავით უსუფაშვილმა დაიკავა.
მოგვიანებით მაკამ დაწერა:
„უმნიშვნელოვანესი დღე და პოზიტიური დასაწყისი! ძალიან დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს! მთელ „პირველ არხს“! უმაგრეს გუნდს! ძალიან მიყვარხართ!“