LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ზამბახიძის სილამაზის საიდუმლო – მომღერალი შესანიშნავ ფორმაშია

121

მაკა ზამბახიძემ ახალი იმიჯი და მოკლე თმა ძალიან მოიხდინა. მალე მის კლიპს ვიხილავთ სიმღერაზე, რომელიც შვილმა, სალომემ დაუწერა. მანამდე კი „ფეისბუქ“-მომხმარებლებს ახალი ფოტოებით ანებივრებს.

მომღერალს შევეხმიანეთ და ვკითხეთ, რაიმე ახალი პროექტისთვის ხომ არ გადაუღია ფოტოსესია.

მაკა ზამბახიძე:

ეს ფოტოსესია ისე, უბრალოდ, გადავიღეთ და არა პროექტისთვის. ახალი სეზონისთვის მომინდა ახალი ფოტოები (იღიმის).

მაკა, შენი სილამაზის საიდუმლო რა არის?

(იღიმის) აბსოლუტურად არაფერი. შინაგანი დადებითი მუხტი, ემოციები და ჩემი საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს და რომელსაც შეძლებისდაგვარად ვაკეთებ. მინდა, ხალხისთვის სასურველ შემსრულებლად დავრჩე, ამიტომაც მუდმივად სიახლეებს ვთავაზობ. სოლოკარიერა დავიწყე და ოქტომბრისთვის მზად იქნება ჩემი ახალი კლიპი.

ისევ თავის მოვლას რომ დავუბრუნდეთ, არც ვარჯიშობ?

სწორედ ახლა ვაპირებ ვარჯიშის დაწყებას…

 

maka 2

maka 3

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები