LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”მაკდონალდსის” ფოტოკონკურსში გამარჯვებული ევრო 2016-ის ნახევარფინალზე გაემგზავრება

86

”მაკდონალდსი” ევრო2016-ის ფოტოკონკურსს იწყებს. როგორც დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე გახდა ცნობილი, ფოტოკონკურსის გამარჯვებული ”მაკდონალდსის” სახელით, მშობელთან ერთად, ევრო 2016-ის ნახევარფინალზე, ფეხბურთელის ესკორტის (გამცილებლის) როლის შესასრულებლად საფრანგეთში გაემგზავრება.

როგორც ”მაკდონალდს საქართველოს” მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ჭანტურიამ აღნიშნა, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა ბავშვს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა და 2005-2008 წლებშია დაბადებული.

”ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო და დღესაც აქტიურად ვუჭერთ მხარს სპორტის განვითარებას საქართველოში. ჩვენს ქსელში მოქმედებს პროგრამა, რომელიც ბავშვებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან აძლევს შანს, მოხვდნენ დიდ საფეხბურთო სტადიონზე, თავიანთი საყვარელი ფეხბურთელების გვერდით და ისინი თამაშის დაწყებამდე სტადიონზე გააცილონ. წელს, საქართველოში პირველად, ”მაკდონალდს საქართველო” ქართველ ბავშვებს აძლევს უნიკალურ შანსს, რომ ევროპის ჩემპიონატზე ისინიც წავიდნენ”, – განმარტა მარიამ ჭანტურიამ.

მისივე თქმით, ფოტოკონკურსი “მაკდონალდსის” ოფიციალურ Facebook გვერდზე McDonald’s Georgia აბსოლუტურად გამჭვირვალე პირობებით ჩატარდება. გამარჯვებული კი მოწონებების (Like) რაოდენობის საფუძველზე გამოვლინდება. ფოტო, კონკურსანტი ბავშვის მონაწილეობით, ფეხურთის თემაზე უნდა იყოს გადაღებული და ფოტოზე ასახული კადრი უნდა ამართლებდეს სათაურს ”მე მიყვარს ფეხბურთი”.

”მაკდონალდსი” ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ”ოფიციალური რესტორანია” და სარგებლობს უფლებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, გაგზავნოს ბავშვი ფეხბურთელის ესკორტის როლის შესასრულებლად. ბავშვები მატჩის დაწყების წინ ფეხბურთის ვარსკვლავებს აცილებენ და მათთან ერთად სტადიონზე გადიან.

ევრო2016 პირველი ჩემპიონატია, სადაც საქართველოდან ”მაკდონალდსის” წარმომადგენელი გაემგზავრება. გამგზავრებისთვის საჭირო ხარჯს ”მაკდონალდს საქართველო” სრულად დაფარავს.

ევრო2016-ის ფოტოკონკურსი 18 აპრილს დაიწყება და 24 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები