McHappy Day მაკდონალდსის გლობალურ საქველმოქმედო კამპანიას წარმოადგენს, რომელიც ათწლეულებია სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს ბრენდის სტრატეგიაში. კამპანია მიზნად ისახავს ბავშვებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას, განსაკუთრებით მათთვის, ვინც განვითარების დამატებით მხარდაჭერას, ჯანსაღ გარემოს და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას საჭიროებს.
„მაკდონალდს საქართველო“ უკვე წლებია აქტიურად მონაწილეობს McHappy Day-ის საქველმოქმედო ინიციატივებში და ადგილობრივ დონეზე მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებს ეხმიანება, რაც ბრენდის სოციალურ პასუხისმგებლობაზე ზრუნვის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
2025 წლის McHappy Day, ტრადიციულად, 1 ივნისს დაიწყო და მიზნად დაისახა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდაჭერა საქართველოში. წლევანდელი მოსარგებლე გახდა ასოციაცია „ანიკა“. ორგანიზაცია, რომელიც 1997 წლიდან მოტორული და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებს ემსახურება და მუშაობს მათ უფლებებზე, შესაძლებლობებზე და სრულფასოვან სოციალურ ჩართულობაზე.

ასოციაციის „ანიკა” პროგრამა გულისხმობს მშობლების ჩართულობასაც და მათთვის უნარ-ჩვევების სწავლებას ბავშვის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ბავშვისა და მშობლების საჭიროებიდან გამომდინარე, მუშაობის პროცესში ჩართულია სხვადასხვა სპეციალისტი: ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი. თითოეულ ბავშვთან მუშაობა მიმდინარეობს ინდივიდუალური გეგმით, რომელშიც მშობლები და ოჯახის სხვა წევრები აქტიურად მონაწილეობენ.
„მაკდონალდს საქართველოს” მხარდაჭერით, ცენტრში მოეწყო თანამედროვე, სრულად აღჭურვილი სენსორული ოთახი, რომელიც უკვე აქტიურად ემსახურება ასოციაციის მოსარგებლეებს. სენსორული ინტეგრაციის თერაპია ხელს უწყობს მოტორული უნარების განვითარებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა არსებობს გონებრივი განვითარების შეფერხება, მეტყველების, ქცევისა და კომუნიკაციის სირთულეები. მნიშვნელოვანი იყო ასევე ადრეული განვითარების სფეროს პროფესიული რესურსის გაძლიერება, პროექტის ფარგლებში გადამზადდნენ დამატებითი სპეციალისტები და ასოციაციას უკვე 80-ის ნაცვლად, 150 ადრეული ასაკის მოსარგებლის მომსახურება შეუძლია. გარდა ამისა, ასოციაციის „ანიკა” ორი მოსარგებლე მაკდონალდსშია დასაქმებული.
„ეს პროგრამა ბავშვებს ეხმარება, რომ არ დადგეს შეზღუდული შესაძლებლობა და ადრეულ ასაკშივე მოხდეს სწორი ჩარევა. უშუალოდ სენსორული განვითარების ოთახს აქვს უდიდესი მნიშვნელობა, თითოეული შეგრძნება ვითარდება ამ სივრცეში. ასოციაცია „ანიკა“ 30 წელია არსებობს და ასეთი შესაძლებლობა მხოლოდ წელს მოგვეცა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით „მაკდონალდს საქართველოს“ გუნდს. რომ არა ის, ჩვენ კიდევ ბევრი წელი ვერ ავისრულებდით ამ ოცნებას”, – აცხადებს ირინე ინასარიძე, ასოციაციის „ანიკა“ დამფუძნებელი და დირექტორი.

13 ოქტომბერს „მაკდონალდს საქართველო“ ასოციაციას „ანიკა“ ესტუმრა, ბავშვებს საყვარელი ჰეფი მილებით გაუმასპინძლდა და მათთვის სიხარულით სავსე დღესასწაული მოაწყო.
„მაკდონალდსისთვის ბავშვებზე ზრუნვა უპირველესი მისიაა, რაც ყოველწლიურად, McHappy Day-სა თუ სხვა კამპანიების ფარგლებში, მრავალი ორგანიზაციის დახმარებაში გამოიხატება. McHappy Day არის კამპანია, როცა ღიმილს მიღმა, კიდევ უფრო დიდი მისია დგას – სიყვარული, მხარდაჭერა და ერთიანობა. ასეულობით ბავშვის ღიმილი იმ მრავალწლიანი საქველმოქმედო კამპანიის შედეგია, რომელიც კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ გამოხატულებად იქცა. წელს გადავწყვიტეთ, კიდევ ერთი ორგანიზაციისთვის აღმოგვეჩინა დახმარება. ასოციაციის “ანიკა” სივრცეში, მომხმარებლების აქტიური თანამონაწილეობით, მოეწყო სრულად აღჭურვილი სენსორული ოთახი, სადაც პატარები უნარების გაუმჯობესებასა და განვითარებას შეძლებენ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტის ფარგლებში, მაკდონალდსის მხარდაჭერით და ინიციატივით, სპეციალისტები გადამზადდნენ, რამაც საშუალება მისცა ცენტრს მოსარგებლეების რიცხვი მნიშვნელოვნად გაეზარდა. მაკდონალდსისთვის თითოეული ბავშვი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია. გვინდა მათ სახეზე ღიმილს მუდმივად ვხედავდეთ“, – აღნიშნავს „მაკდონალდს საქართველოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელენე ბაღათურია.

„მაკდონალდსი საქართველო“ McHappy Day-ის ფარგლებში წლების განმავლობაში ახორციელებს მნიშვნელოვან ინიციატივებს, რომელთა მიზანი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების მხარდაჭერა და მათთვის განათლებისა და განვითარების ხელშეწყობაა. ეს არის კამპანია, რომელიც აერთიანებს ბრენდს და მომხმარებლებს საერთო მიზნისთვის – მეტი სითბოს, ზრუნვისა და შესაძლებლობების გაზიარება იმ ადამიანებთან, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
McHappy Day-ის საქველმოქმედო აქტივობების ფარგლებში, წლების განმავლობაში, მაკდონალდსმა დახმარება გაუწია არაერთ ორგანიზაციას სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის: თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავსა და კოჯორში.
დეტალური ინფორმაცია პროექტების შესახებ ხელმისაწვდომია აქ.
(R)