თბილისში, მახათას მთაზე , ცეცხლი დაახლოებით 1 ჰექტარ ტერიტორიაზე არსებულ ბალახს გაუჩნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის 2 ჯგუფი.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მახათის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია.
