LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მახსოვს მისი საპნის სუნი, ხელების, გულის ამრევი, ვიღაც ადამიანმა გამაჩერა, დანა მომადო კისერთან…” – როგორ გახდნენ მარიამ ციმინტია და მისი შვილი პედოფილის მსხვერპლები

769
ციმინტია

პარაფსიქოლოგი მარიამ ციმინტია ჰყვება, როგორ გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვობაში. როგორც ციმინტია ამბობს, სექსუალური ძალადობის მცდელობებიც იყო თავის ქალიშვილზეც.

“8 წლის ვიყავი, დედაჩემმა მაღაზიაში გამგზავნა. თითოეული დეტალიც კი კარგად მახსოვს, მისი საპნის სუნი, ხელების, გულის ამრევი. გავედი მაღაზიაში და უკან ვბრუნდებოდი, ვიღაც ადამიანმა გამაჩერა, დანა მომადო კისერთან, მაჩვენა თავის სასქესო ორგანო, თავის პიკამდე მივიდა ეს ყველაფერი. იმ მომენტში მე ვფიქრობდი, რომ ჩემი ბრალია. დაახლოებით 7 წელი დამჭირდა, რომ ბოლომდე გავხსნილიყავი”, – იხსენებს პარაფსიქოლოგი და საკუთარი შვილის შემთხვევებსაც იხსენებს.

“ახლა ჩემი შვილი არის 18 წლის, დაახლოებით 10 წლის წინ მოხდა, ბავშვი იყო 8 წლის, იგივე ასაკში, შედიოდა სადარბაზოში, მიჰყვებოდა ადამიანი, არ დაიბნა ჩემი შვილი, ჩაარტყა ფეხი, იკივლა, დახურა კარი და ლიფტით ავიდა ზევით.

მეორე შემთხვევა იყო. ერთი ადამიანი მწერდა, მარიამ სურათები მინდა გადაგიღოთ, ძალიან მომწონს თქვენი ტიპაჟი, მე დავთანხმდი. ეს ლამაზი გოგო თქვენ გვერდით ვინ არის, მე ვუპასუხე, რომ ჩემი შვილია. უცებ ეს ადამიანი მწერს, რომ რა სექსუალურია. მე ვუთხარი, რომ ისე გავაკეთებ, თქვენ სამსახურს დაკარგავთ. ფოტოგრაფი იყო, რუსთავიდან. ძალიან ცნობილი არა. ყველგან შეიძლება იყოს ასეთი ადამიანი, იმალებიან. გავაკეთე ლაივი, ეგრევე დავდე ეს ინფორმაცია ყველგან. მივიღე 15 წერილი ბავშვებისგან: “მე ამ ადამიანმა გამაუპატიურა”; “მე ჩუმად ვარ დედას ვერ ვეუბნები”; “მპატიჟებდა მეც გადაღებაზე, მეფერებოდა და მე ვიტირე”, არა მხოლოდ გოგოებზე, ბიჭებზეც ძალადობდა, ახლა ეს ადამიანი არის ციხეში”, – ამბობს ციმინტია გადაცემაში “ღამის პრაიმ-ტაიმი”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g