LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მახსოვს, როგორ თავმდაბლობდი როცა გაქებდნენ, როცა ცდილობდნენ ეამაყათ შენით. არადა, შენ ხომ საუკეთესო იყავი მსოფლიოში…“ – ცნობილი მთამსვლელის არჩილ ბადრიაშვილის დაღუპვიდან 1 წელი გავიდა

116
არჩილ ბადრიაშვილი

მესტიაში, მწვერვალ შხელდაზე, უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული, ცნობილი მთამსვლელის არჩილ ბადრიაშვილის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა.

ამ ტრაგიკულ დღეს მისი მეგობარი, ლევან შატბერაშვილი სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ემხაურება და წერს:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა სვანეთში ტრაგიკულად დაღუპული არჩილ ბადრიაშვილის სახელობის სტუდენტური სტიპენდია დააფუძნა

„გუშინ ერთი წელი გავიდა აჩოს ტრაგიკული სიკვდილის მერე.

მთაში გავარდნილი მეხი, მილიონში ერთი, მილიონში და მრავალ მილიონში ერთს – არჩილ ბადრიაშვილს დაეცა შხელდაზე.

ბოლოს რუსთაველზე შევხვდი. ჰიმალაიზე მიდივარო, ასე მითხრა… არ მინდა ვიხმაურო, ქვეყნის ბედი წყდება და ჩემი პირადი სპორტული მიზნები რა მოსატანიაო.

„მთასავით დიდებული და სუფთა ბიჭი იყო არჩილი, საიმედო და საამაყო! შხელდამ ჩაიხუტა გულში, ნაპრალმა ჩაჰკიდა ხელი, მყინვარმა გადახვია მხარი, მთამ მისად დაიტოვა ჩვენი მეგობარი… ცოცხალ ლეგენდებს ვერ იტევს მიწა! ეპოქის დასასრული!“ – მეგობრები ტრაგიკულად გარდაცვლილ არჩილ ბადრიაშვილს ემშვიდობებიან

„მთამსვლელობა პირველ რიგში, ფსიქოლოგიაზე და შემართებაზე დგას, შეიძლება ძლიერი იყო, მაგრამ ვერ გაბედო – თითქოს ხმალს ლესავ და ბრძოლაში წასასვლელად ემზადები“ – როგორ დაიწყო მთამსვლელობა და ვინ იყო უმაღლესი ჯილდოს მფლობელი არჩილ ბადრიაშვილი

ახალი თაობის გამორჩეული, წარმატებული და აღიარებული ალპინისტის დაღუპვას მისი ქართველი გულშემატკივარის გარდა, მსოფლიოს სხვადასხვა მთასვლელთა გაერთიანებები იზიარებენ და საქართველოს მის დაკარგვას უსამძიმრებენ.

რომ ჩამოვიდა, ქალაქში ვერ გაჩერდა, ვერც სანათესაო სუფრას დაესწრო, სადაც ბოლო ექსპედიციის ისტორია უნდა მოეყოლა.

მახსოვს, როგორ თავმდაბლობდი როცა გაქებდნენ, როცა ცდილობდნენ ეამაყათ შენით. არადა, შენ ხომ საუკეთესო იყავი მსოფლიოში…

შენ დატოვე საქმე, ცოდნა, გამბედაობა, სიჭაბუკე, სიჯიუტე, სიბრძნე და სიყვარული.

ვნახოთ ჩვენ რას ვიზამთ…“ – წერს ლევან შატბერაშვილი.

„რაღაც მომენტში უკეთ დავწერ ჩემს ძმაზე და იმ ღირსეულ, ერთიან სიტუაციაზე, რაც სვანეთში მისი ძებნის და პოვნის დროს იყო, სვანურ დატირებასა და გაცილებაზე, რომელიც ასე მოუხდა და იმსახურებდა“ – რას წერს ტრაგიკულად დაღუპული ალპინისტის, არჩილ ბადრიაშვილის და

„ჰოდა, აწი ელვა რომ იქნება და მეხი, რომელიღაც აუცილებლად არჩილ ბადრიაშვილი იქნება, სხვანაირად არ გამოვა, ცას მისი ვალი აქვს…“ – გიორგი კეკელიძე არჩილ ბადრიაშვილზე

გუშინ ერთი წელი გავიდა აჩოს ტრაგიკული სიკვდილის მერე. მთაში გავარდნილი მეხი, მილიონში ერთი, მილიონში და მრავალ…

Posted by Levan Shatberashvili on Monday 11 August 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g