LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, დაჭერები, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ სტრასბურგის სასამართლოში“ – ელენე ხოშტარია

108
ელენე ხოშტარია

2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, პარტია „დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია ეხმაურება.

საია-მ ე.წ. გავრილოვის ღამის საქმე ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში მოიგო

როგორც პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, „გარდა 20 ივნისისა, ეს გადაწყვეტილება არის დიდი იარაღი დღევანდელი ბრძოლისთვის – სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე“.

გიგა ფარულავა: „სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია – მივმართავთ 20 ივნისის ორგანიზატორებსა და ნამდვილ შემოქმედებს: ვერ გაექცევით პასუხისმგებლობას“

„სამართალს ვერ გაექცევი, ამის ყოველთვის მჯეროდა და ახლაც მჯერა. მახსოვს ყველა „ქოცის”, ყველა პროპაგანდისტის ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, უტიფრობა, „გაპრავება“, დაჭერები, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე როგორ იზეიმა სიმართლემ სტრასბურგის სასამართლოში.

20 ივნისის საქმეზე მიღებული ეს გადაწყვეტილება, დაზარალებულების გაუტეხელობის დიდი დამსახურებაა. რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა ეკუთვნის საიას და ყველა იურისტს, ვინც ამ საქმეზე იმუშავა.

გარდა 20 ივნისისა, ეს გადაწყვეტილება არის დიდი იარაღი დღევანდელი ბრძოლისთვის – სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე. ეს არის ძლიერი საერთაშორისო პოლიტიკური იარაღი, რომელსაც, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ, მათ შორის, ქიმიური იარაღის საქმეში. ბოლომდე!“, – აღნიშნულია ელენე ხოშტარიას წერილში.

„იმის გამო, რომ შსს-ს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვერ უზრუნველყო პროპორციული ძალის გამოყენება დემონსტრანტების მიმართ, სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგინდა ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევა“ – იუსტიციის სამინისტრო 20 ივნისის მოვლენებზე

შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქმეში „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ სახელმწიფომ ორ განმცხადებელს მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 75 000 ევრო უნდა გადაუხადოს, ხოლო კიდევ ორს 85 000 ევრო.

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ ყველა მომჩივანს არამატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის სხვადასხვა რაოდენობის თანხა უნდა გადაუხადოს. ამასთან, სახელმწიფომ 22 მომჩივანს ხარჯების ასანაზღაურებლად 38 414.99 ევრო უნდა გადაუხადოს. სახელმწიფომ მომჩივნებს ზარალი გადაწყვეტილების გამოტანიდან სამი თვის ვადაში უნდა აუნაზღაუროს.

„გახარია საქართველოსთვის“ – „სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ გახარიას მიმართ ბრალდება პოლიტიკური დევნაა, ეს გადაწყვეტილება რეალური დამნაშავეების განაჩენია“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g