LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკუნა გოჩიაშვილი: „მე ვეცდები სწორი ინფორმაცია გავავრცელო და თუ ვინმე იფიქრებთ, რომ ჩემი შვილისთვის ბევრს ვითხოვ, ეგეც არ მოგერიდოთ”

231
Capture

“მწვანე ბანაკის” დამფუძნებელი მაკუნა გოჩიაშვილი ფეისბუქში აქონდროპლაზიის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ასევე, მედიკამენტ “ვოსორიტიდის” შესახებ მთავრობის წარმომადგენლების მიერ გაჟღერებულ განცხადებებს პასუხობს.

„მე ვეცდები სწორი ინფორმაცია გავავრცელო და თუ ვინმე იფიქრებთ, რომ ჩემი შვილისთვის ბევრს ვითხოვ, ეგეც არ მოგერიდოთ.

ვპასუხობ მთავრობის ორ მთავარ ცრუ მესიჯბოქს:

  1. ეს წამალი ექსპერიმენტის ფაზაშია და რისკის შემცველია მისი მოხმარება.

სინამდვილეში: ეს წამალი 10 წლის განმავლობაში გადიოდა საცდელ ფაზებს, 2021 წლის ზაფხულში EMA-ის, 2021 წლის 21 ნოემბერს კი FDA-ის ავტორიზაცია გაიარა. (მარტივად იგუგლება).

  1. აქონდროპლაზია არის სიმაღლეში ჩამორჩენა, ეს წამალი კი მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრით ან გაზრდის ან არა.

სინამდვილეში: აქონდროპლაზია არის, ძვლის სტრუქტურის ანომალიურად განვითარება, ძვალში ხრტილის საერთოდ არ არსებობა, რის შედეგადაც, ტორსი ნორმალურად იზრდება, კიდურები კი არა, თავი ნორმაზე მეტად.

მათი მაქსიმალური სიმაღლე 130-135 სანტიმეტრს აღწევს, რაც უზღუდავთ მრავალ შესაძლებლობას.

ამას გარდა, დისპროპორცია იწვევს ძვლების მოღუნულობას.

და ბოლოს, ერთადერთი და პირველი მედიკამენტი Voxzogo Vosorotide ეხმარება ხრტილის გაზრდას ძვალში, ამცირებს ჰიდროცეფალიის, ძილის აპნოეს რისკს და პროპორციების აღდგენას უწყობს ხელს.

ფოტოში მარცხნივ – ტიპური განვითარების ბავშვის ძვლოვანი სტრუქტურა, მარცხნივ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის”, – წერს მაკუნა გოჩიაშვილი.

h

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები