LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალაბსორბცია

108
მალაბსორბცია

საჭმლის მონელება არაერთი დაავადების დროს ირღვევა. მალაბსორბცია გასტროენტეროლოგიის მთავარი პრობლემაა. სახელწოდება მალაბსორბცია – უკვე მონელებული საკვების ცუდი შეწოვას გულისხმობს. ეს ის მდგომარეობაა, როდესაც მონელება სათანადოდ მიმდინარეობს, მაგრამ დიარეა მაინც ვითარდება, რადგან ნუტრიენტების შეწოვაა დარღვეული. გარდა დიარეისა, ამ სინდრომს ახასიათებს, გულისრევა, მეტეორიზმი, წონის კლება, ჰიპოვიტამინოზი, სისხლში ცილების დონის დაქვეითება, სისუსტე, ანემია, სისხლდენები. ზოგჯერ ავიტამინოზის გამო ვითარდება ქათმის სიბრმავე, წითლდება ენა. ამ სიმპტომებს წინ უძღვის თმის გახუნება, ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა. 

მალაბსორბციას D ქსილოზის ტესტით არკვევენ. D ქსილოზა ხის მონოსაქარიდია. რომელსაც პაციენტი წყალში გახსნილი სახით ხუთ გრამს მიიღებს და ხუთი საათის შემდეგ გაუზომავენ შარდში მის ოდენობას. თუ ის 1,57-ზე ნაკლები აღმოჩნდა, ეს მალაბსორბციაზე ანუ ნაწლავიდან ცხიმების შეწოვის დაქვეითებაზე მიუთითებს; ხოლო მეორე შემთხვევაში მალდიგესტიასთან, პანკრეასის ფერმენტების უკმარისობასთან გვაქვს საქმე.

მალაბსორბციის სინდრომი შეიძლება იყოს სელექციური (როდესაც, მაგალითად, მხოლოდ ცილების, მხოლოდ ნახშირწყლების ან მხოლოდ ცხიმების შეწოვაა დაქვეითებული) ან უნივერსალური (როდესაც დაქვეითებულია მრავალი ნივთიერების შეწოვა), თანდაყოლილი ან შეძენილი. ყველაზე გავრცელებულია ენტეროციტული ანუ წვრილი ნაწლავის მიზეზით გამოწვეული მალაბსორბცია. ის ვითარდება ენტერიტის, კრონის დაავადების, სპრუს, რადიაციული დაზიანების, დისბაქტერიოზის დროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები