LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალე აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე მფრინავი ტაქსი მიგიყვანთ

134
Hyundai_FlyingTaxi_1600x960-1024x614

Hyundai 2025 წლიდან მფრინავი ტაქსების სერვისს დაიწყებს. სამხრეთკორეული ბრენდის პირველი მფრინავი ტაქსი აშშ-ს დიდ აეროპორტებში 2025 წლიდან გამოჩნდება. მანამდე კომპანია სხვა თარიღს, 2028 წელს ასახელებდა.

მწარმოებელი საჰაერო ტრანსპორტის ბაზარს ზრდისა და განვითარების საუკეთესო საშუალებად განიხილავს.

გარდა მფრინავი სამგზავრო ავტომობილებისა, მომავალში საჰაერო ავტოპარკში ისეთი სატრანსპორტო საშუალებებიც შევა, რომელიც კომერციული ტვირთის გადასატანადაა განკუთვნილი.

კომპანია შექმნის მომსახურების მთელ სფეროს, რომელიც საჰაერო ტრანსპორტთან იქნება დაკავშირებული და მეგაპოლისის გზებსაც განტვირთავს. აღსანიშნავია, რომ Hyundai–მ მფრინავი ავტომობილების ასაწყობად სპეციალური დანაყოფი 2019 წელს შექმნა და სფეროსთვის 1,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია გამოყო.

ამჟამად მუშაობენ აეროტაქსის მოდელზე, რომელიც 5-6 ადამიანზეა გათვლილი და აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე იმოძრავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები