LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალე ესპანეთის ყველა მატარებელში wifi დამონტაჟდება

39

სულ მალე ესპანეთის ყველა მატარებელში wifi გაჩნდება. ასეთი გადაწყვეტილება რკინიგზის კომპანია Renfe-მ მიიღო. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, უახლოეს თვეებში უსადენო ინტერნეტი მატარებლის ყველა ხაზზე გავრცელდება.

შეგახსენებთ, რომ სერვისი პირველად გასული წლის დეკემბერში, მადრიდი – სევილიის მარშრუტზე დაიწყო. გადამზიდი მგზავრებს ორ პაკეტს – საბაზისოს და პრემიუმს სთავაზობს და მათ შეუძლიათ, რომ არჩევანი ინდივიდუალური მოთხოვნილებების შესაბამისად გააკეთონ.

ინტერნეტის ღირებულება 2-დან 4 ევრომდე იქნება, ბიზნეს კლასის მგზავრებისთვის კი სერვისის გამოყენება სრულიად უფასო იქნება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები