LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მალე გათენდება და მივდივარ პირდაპირ პარლამენტთან და დავდგები ხალხთან ერთად ჩემი ქვეყნის კონსტიტუციის დასაცავად“ – ნანა მალაშხია

156
ნანა მალაშხია

ქალი ევროკავშირის დროშით, ნანა მალაშხია სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს დილიდან კვლავ შეუერთდება ადამიანებს, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან.

ნანა მალაშხია სხვა საჯარო მოხელეებსაც მოუწოდებს აქციას შეუერთდნენ და ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანი და მომავალი დაიცვან.

„მე, საჯარო მოხელემ, ნანა მალაშხიამ, დავდე ფიცი საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყების დღეს, მოვაწერე ხელი და ინახება ჩემს პირად საქმეში.
ვასრულებ ფიცს, „შეგნებული მაქვს რა საჯარო სამსახურში ჩემზე დაკისრებული უდიდესი პასუხისმგებლობა, ვაცხადებ, ერთგულად ვემსახურო საქართველოს სახელმწიფოს და მის ხალხს, დავიცვა კონსტიტუცია და კანონები, პატივი ვცე სახელმწიფოს ინტერესებსა და ავტორიტეტს, მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს, კეთილსინდისიერად აღვასრულო ჩემი მოვალეობანი“.

ახლა 04.30-ია, უკვე სახლში ვარ. მალე გათენდება და მივდივარ პირდაპირ პარლამენტთან და დავდგები ხალხთან ერთად ჩემი ქვეყნის კონსტიტუციის დასაცავად, ჩემი ქვეყნის ისტორიული არჩევანის, ჩემი ქვეყნის მომავლის დასაცავად. იქ, სადაც საჯარო მოხელეები უნდა იდგნენ პირველ რიგებში. მივმართავ საჯარო მოხელეებს, შემომიერთდით.

არა რუსულ კანონს! კი ევროპას !“, – წერს ნანა მალაშხია.