2021 წლის ბოლომდე, მსოფლიოში 90-ზე მეტი ახალი კომპანია დაიწყებს ოპერირებას. მათმა უმეტესობამ დაფინანსება უკვე მოიპოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal-ი კომპანია Avolon Holdings-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც თვითმფრინავების იჯარით არის დაკავებული.
Wall Street Journal-ის ინფორმაციითვე, ახალი ავიაკომპანიები გამოჩნდება ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, სამხრეთ ამერიკაში, აფრიკასა და აზიაში. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ახალი ავიაგადამზიდავი დაფუძნებულია იმ კომპანიებზე, რომლებმაც პანდემიის დროს საქმიანობა შეაჩერეს.
შეგახსენებთ, გასული წლის დასაწყისიდან 40 -ზე მეტმა ავიაკომპანიამ, პანდემიიდან გამომდინარე, მოთხოვნის შემცირების გამო, ფუნქციონირება შეაჩერა ან შეწყვიტა.