LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მალე ყველა გაიგებს, რომ არანაირ სატვირთოს საქართველოზე არ გაუვლია” – ნადირაძე ყირიმის ხიდის აფეთქებაზე

124
BeFunky-collage (28)

უკრაინაში მებრძოლი ქართველი ვანო ნადირაძე “ტვ პირველის” ეთერში საუბრობს, რომ საქართველოზე ყირიმის ხიდის აფეთქებაში მონაწილე არანაირ სატვირთო მანქანას არ გაუვლია და რამდენიმე დღეში ამას ყველა გაიგებს.

ვანო ნადირაძის ეს კომენტარი ეხმაურება ვლადიმერ პუტინის განცხადებას, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ყირიმის ხიდის ამფეთქებელი სატვირთო მანქანის მარშრუტი  ბულგარეთი-საქართველო-სომხეთი-ჩრდილოეთ ოსეთი/კრასნოდარის მხარე იყო.

“მძიმე მდგომარეობაა, როგორც კიევში ასევე სხვა ქალაქებშიც. კიევში ნაღმი უნივერსიტეტის მახლობლად ჩამოვარდა და ბევრი ხალხი დაიხოცა. მძიმე დღე იყო, კიდევ იმიტომ რომ ბელარუსის ტერიტორიიდან ე.წ. შაჰიდები უტევდნენ სტრატეგიულ ობიექტებს. შეუტიეს კიევის თბოელექტროსადგურს, რათა ქალაქი ელექტრონერგიის გარეშე დარჩენილიყო. ველოდებით, რომ ამაღამ, თორმეტის მერე, ან გამთენიისას შეტევა განმეორდება, რაკეტებს დამიზნების ეფექტი ძალიან ცუდი აქვს, უმიზნებ ერთ ობიექტს, ხვდება მეორეს. რამდენიმე დღეში ყველა გაიგებს, რომ არანაირ სატვირთოს საქართველოზე არ გაუვლია”, – აცხადებს ვანო ნადირაძე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ყირიმის ხიდზე ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა.

ცნობისთვის, რუსულმა მხარემ კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა.  ოკუპანტის აგრესია უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე გრძელდება.

ამავე თემაზე:

ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

ყირიმის ხიდის აფეთქება, დიდი ალბათობით, ძლიერად დაარტყამს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს: ბრიტანეთის დაზვერვა

უკრაინული მედია: ყირიმის ხიდის აფეთქების უკან უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დგას

პოდოლიაკი ყირიმის ხიდზე: „ყირიმი, ხიდი, დასაწყისი – ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს”

არახამია ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე: “თუკი რაღაცას ფეთქებადსაშიშს აშენებ, ადრე თუ გვიან, ის აფეთქდება”

მედვედევი: ყირიმის ხიდზე ტერორისტულ თავდასხმას ტერორისტების განადგურებით უნდა ვუპასუხოთ

ეჭვგარეშეა, ეს არის ტერორისტული აქტი – დაგეგმილი უკრაინის სპეცსამსახურების დაკვეთით: ვლადიმერ პუტინი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები