LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალხაზ ქვრივიშვილი: „საზღვარგარეთ წასვლა რომ გამერისკა, შეიძლებოდა, უკეთესი ცხოვრება მიმეღო, მაგრამ ადამიანი შენს თავზე მაღლა ვერ ახტები“

374
მალხაზ ქვრივიშვილი

მსახიობი მალხაზ ქვრივიშვილი „კვირის პალიტრის“ ერთ-ერთი რუბრიკის სტუმარია.

მსახიობი „დასრულებულ წინადადებებში“ პასუხობს კითხვებს, თუ რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე, რა იყო მისი პირველი წარმატება, რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე და სხვა.

შეკითხვაზე, თუ რა ვერ გაბედა დღემდე, მალხაზ ქვრივიშვილი აღნიშნავს, რომ ვერ გაბედა საზღვარგარეთ წასვლა.

მალხაზ ქვრივიშვილი: „40 წლის ასაკში ვფიქრობდი, რომ დავმარცხდი, ვფიქრობდი, რომ ცხოვრება დამთავრდა…“

„რომ გამერისკა, შეიძლებოდა, უკეთესი ცხოვრება მიმეღო, მაგრამ ადამიანი შენს თავზე მაღლა ვერ ახტები. ბავშვების, მეუღლის, დედის გამო რაღაც ნაბიჯები ვერ გადავდგი, არადა მქონდა შემოთავაზებები ქვეყნის გარეთ საქმიანობაზე“, – აღნიშნავს მსახიობი.

მალხაზ ქვრივიშვილი ამავე ინტერვიუში იხსენებს დარიგებას, რომელიც არასდროს დაავიწყდება.

„დედა ხშირად მარიგებდა, ის ჩემი მეგობარი იყო, ხშირად გვქონდა გულახდილი საუბრები. დღეს რამეს თუ წარმოვადგენ, ეს დედის დამსახურებაა. როცა ვეწინააღმდეგებოდი, მეუბნებოდა, დაიმახსოვრე, შენც გეყოლება შვილები და მერე მიხვდები, შვილი რა არის. გაიგონე რასაც გეტყვი,­ შენ სხვა ამას ვერ გეტყვისო. დედა 92 წლის ასაკში გარდაიცვალა, სულ მაკონტროლებდა – რა დავლიე, რა შევჭამე, სად ვიყავი? ვეუბნებოდი, უკვე დიდი ვარ, შვილები, შვილიშვილები მყავს და კიდევ უნდა მაკონტროლო? უკვე მე გივლი და პატარა შენ გამოდიხარ, ახლა შენ ხარ ჩემი შვილი და დამიჯერე-მეთქი“, – იხსენებს მალხაზ ქვრივიშვილი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში, რომელსაც სრულად წაიკითხავთ აქ.

„ბედნიერი ვარ, რომ გიცნობდი, როგორც კარგ ადამიანს, სამაგალითო ქართველს და უნიჭიერეს მსახიობს“ – რა ვიდეოს აქვეყნებს მალხაზ ქვრივიშვილის მეუღლე

მალხაზ ქვრივიშვილი: „სახლს დავალაგებ კიდეც, ჭურჭელსაც გავრეცხავ და საჭმელსაც მოვამზადებ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g