LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალტა ახალგაზრდებს სპორტული დარბაზის აბონემენტებს დაუფინანსებს

106
568f6cbf3ca68e6e52fb8c3b9e378ef837591f85-1736354277-01d65ec4-1920x1280

18-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მალტელები შეძლებენ, რომ ნახევარი წლის განმავლობაში სპორტ-დარბაზში უფასოდ იარონ. აბონემენტის ყიდვას თავის თავზე სახელმწიფო იღებს, წერს scam gym.

სპორტული დარბაზის 6 თვიანი აბონემენტის ღირებულება საშუალოდ 225-450 ევროა.

პროგრამა უახლოეს კვირაში დაიწყება. მისი დახმარებით ჩინოვნიკები იმედოვნებენ, რომ ახალგაზრდებს ცხოვრების აქტიური სტილი შეაყვარონ. საქმე ისაა, რომ სიმსუქნესთან ბრძოლის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2030 წლისთვის მალტის ზრდასრული მოსახლეობის მესამედზე მეტს ზედმეტი წონა შეაწუხებს.

ზოგადად, ზედმეტი წონა ევროკავშირის ქვეყნების მაცხოვრებელთა 53%-ს აქვს. მათგან 36%-ს საკმაოდ კრიტიკული სიტუაცია აქვს, 17% კი სიმსუქნეს ებრძვის.

სწორედ ამიტომ, ევროპა სხვადასხვა ინიციატივებს იწყებს რათა მოსახლეობას მავნე ჩვევები შეუცვალოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები