LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალტამ ევთანაზია შესაძლოა ლეგალური გახადოს

108
41248b35db1dae32b0dbb7453110e1f9c0e42baa-1749828840-ef835d32-1920x1280

მალტის მთავრობამ საზოგადოებას განსახილველად წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც ევთანაზიის ლეგალიზებას გულისხმობს. სიახლის შესახებ Times of Malta წერს.

დოკუმენტის მიხედვით, სიცოცხლის ნებაყოფლობით დასრულების უფლება ექნებათ მხოლოდ სრულწლოვან პაციენტებს, რომელთა გამოჯანმრთელების შანსი აღარ არსებობს და ექიმები დაადასტურებენ, რომ მათ არაუმეტეს ექვსი თვე აქვთ დარჩენილი.

ნებართვის მისაღებად პაციენტმა უნდა ამოწუროს მკურნალობის ყველა შესაძლო მეთოდი. ევთანაზია დაშვებული იქნება მხოლოდ ფიზიკური მდგომარეობის საფუძველზე – ფსიქიკური დაავადებები საკმარისი მიზეზი არ იქნება. გარდა ამისა, წამალი, რომელიც სიცოცხლის დასრულებას იწვევს, პაციენტმა თავად უნდა მიიღოს – ექიმები მხოლოდ მის მიწოდებაზე იქნებიან პასუხისმგებელნი.

მალტა ერთადერთი ქვეყანა არ არის, სადაც მსგავსი ინიციატივა განიხილება. მაგალითად, საფრანგეთში ეროვნულმა ასამბლეამ პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც “სიკვდილში დახმარების უფლებას” რეალურს ხდის. ხოლო, ევროკავშირის ქვეყნებიდან პირველი, ვინც ევთანაზია დააკანონა, ნიდერლანდები იყო.

რაც შეეხება მალტას, კანონის მიღება – არ მიღების საკითხი საზოგადოებასთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები