LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალტაში სკამები ოჯახური ძალადობის მსხვერპლების სახელით აალაპარაკეს

107
d8665c288a396e7a2b2708386fc4beb9118abf49-1716895716-050a70c7-960x640

მალტის საკურორტო ქალაქის სლიმას სანაპიროზე განთავსებული სკამები გადააქციეს არტ-ობიექტებად, რათა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალების ისტორიები მოეთხროთ. 35 სკამის გარდასახვა თავის თავზე ადგილობრივებმა და ხელოვანებმა აიღეს, წერს Times of Malta.

მაგალითად, ერთ სკამზე, რომელიც ცისფრის რამდენიმე ელფერში შეღებეს, გამოსახულია გოგონა თმებში ყვავილებით, რომელსაც მტრედი უკავია, გვერდით კი წარწერა ამშვენებს: „მისი შუქი ანათებს“. მეორე სკამი წითელშია შეღებილი და აწერია: „ძალადობა ვერაფერს აგვარებს“.

კიდევ ერთ სკამზე წერია : “მათი ხსოვნა ანათებს“ და კატები არის დახატული. ამ გზით ხელოვანმა პატივი მიაგო პოლონელ სტუდენტს და კატების მოყვარულ გოგონას, რომელიც 2022 წელს სანაპიროს სიახლოვეს გარდაიცვალა.

თითოეულ სკამზე დატანილია ასევე QR კოდი, რომელიც ძალადობის მსხვერპლებს რეაგირების გზების შესახებ აწვდის ინფორმაციას.

ევროკომისიის სტატისტიკით, ევროპულ სახელმწიფოებში მცხოვრები ყოველი მესამე ქალი ამა თუ იმ სახის ძალადობის მსხვერპლია. ევროკავშირიც პრობლემის მოსაგვარებლად აქტიურად მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები