LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალთაყვაში ქართველი მსაჯი გარდაცვლილი იპოვეს

26

„გურია თუდეის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ლანჩხუთისა და ფოთის საზღვარზე, მალთაყვაში, ზღვისპირას არსებულ ნაძვნარში გარდაცვლილი იპოვეს ქართველი მსაჯი ილო ტუღუში, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს ემსახურებოდა, მათ შორის, მთავარ ლიგაშიც.

გამოცემის ინფორმაციით, იგი ცოტა ხნით ადრე, ერთ-ერთ სასტუმროში შენიშნეს, თუმც ეს ინფორმაცია დაზუსტებული არ არის.

ილო ტუღუში ცხოვრობდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში, რომელიც მალთაყვიდან მინიმუმ 15-20 კილომეტრითაა დაშორებული.

რატომ აღმოჩნდა ქართველი მსაჯი მალთაყვაში, როცა ახლა არც საკურორტო დროა და საფეხბურთო სეზონიც დასრულებულია, ძნელი სათქმელია.

ცნობილია, რომ გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისში, პროზექტურაში გადაასვენეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები