LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალტაზე წყლის წვეულებები უფრო ჩუმი გახდება

112
4D769E78-1CFA-4AF7-A46C-DB54E96BC1EE

მალტის სანაპირო რაიონების მცხოვრებლებს ამიერიდან, აღარ მოუწევთ მოსეირნე გემებიდან ხმამაღალი მუსიკის ატანა. სიახლის შესახებ Guide me Malta წერს.

ახალი წესების მიხედვით, ასეთი ღონისძიებების ორგანიზატორები ვალდებული იქნებიან სრულად გამორთონ მუსიკა 23:00 საათისთვის, ხოლო საცხოვრებელ ზონებთან მიახლოებისას – შეამცირონ ხმის სიმძლავრე.

გარდა ამისა, აკრძალულია მუსიკალური აპარატურის შემოწმება პორტებსა და ყურეებში. რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმები.

ცვლილებების მიღება ადგილობრივი მოსახლეობის მრავალრიცხოვანი საჩივრების საფუძველზე გადაწყდა. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ იდგა უამინდობის დროს, როცა მოცურავე წვეულებებად ქცეული ხომალდები ნაპირს უახლოვდებოდნენ.

მალტის ხელისუფლება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს ზომები არ აუქმებს წვეულებების ფორმატს, არამედ მხოლოდ წესებს ცვლის, რათა ყველასთვის მეტი კომფორტი შექმნას. წყალზე გამართული წვეულებები მალტის ტურისტული ინდუსტრიის მნიშვნელოვან ნაწილად დარჩება.

შეგახსენებთ, რომ ხმაური შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამომწვევი იყოს – მათ შორისაა გულის იშემიური დაავადება, ძილის დარღვევები, ნევროზი და ბავშვებში განვითარების შეფერხება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები