2025 წლიდან მალტის ქუჩებში უპილოტო საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოჩნდება. ახალი ავტობუსები სპეციალურად გამოყოფილ ზოლებში იმოძრავებს, სულ ოთხ მარშრუტს მოიცავს და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის ნაწილი გახდება.
გეგმის მიხედვით, 2025 წლის დასაწყისისთვის დაიწყება საპილოტე ცდები, რომელიც 48 თვე გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში მალტის ხელისუფლება ადგილობრივების რეაქციას და ტრანსპორტის ახალი სახეობის მიმართ დამოკიდებულებას შეისწავლის.
ამ დროისთვის ტრანსპორტის სამინისტროში აქტიურად მუშაობენ, რათა გზები უპილოტო ავტობუსებისთვის ვარგისი გახადონ.
უპილოტო საზოგადოებრივ ტრანსპორტს ტესტავენ სხვა ევროპულ ქალაქებშიც. მაგალითად უპილოტო ავტობუსები დადიან უკვე ტარტუს (ესტონეთი), კოპენჰაგენის და ფრანკფურტის (გერმანია) ქუჩებში.