მღვდელმონაზონმა ანდრია სარიამ „რუსთავი 2“-თან სააღდგომო ლიტურგიაზე ისაუბრა.
მამა ანდრია დეკანოზ შალვა კეკელიას განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ აღდგომის ღამეს დისტანცია დაცული იქნება. შალვა კეკელიას თქმით, შენობასაც ამზადებენ, სადაც “შესაძლებელია, 2000-მდე ადამიანი დაეტიოს. მრევლისთვის მზადდება სკამებიც.
მამა ანდრია სარიას განმარტებით, თუ სააღდგომო ლიტურგიის ჩატარების წესი არ შეიცვლება და ადამიანები წირვაზე მივლენ, მათ ჯანმრთლეობას სერიოზული საფრთხე დაემუქრება.
“ეს იქნება სახელმწიფოსთვის დიდი დარტყმა, ხარაკირის ტოლფასი. საკუთარ თამაშში ითრევს საპატრიარქო ეკლესიას და ეკლესია ასეთ თამაშში არ უნდა შედიოდეს. როცა გეუბნებიან რომ სახლში დარჩე, რადგან შესაძლოა ათასობით ადამიანი დაინფიცირდეს და არის უდიდესი რისკი. შენ კი ადამიანებს სთავაზობ სკამებს, თუმცა მაინც ერთად შეიყრებიან. 3 ადამიანის შეყრა იკრძალება, რა მნიშვნელობა აქვს ტაძრის შიგნით იქნებიან თუ გარეთ.
ეს იქნება იმ ადამიანების სიკვდილის რისკის წინაშე დაყენება, ვისაც დღემდე უფრთხილდებოდნენ”, – განაცხადა მამა ანდრია სარიამ.
გავრცელებული ინფორმაციით, საპატრიარქო საკუთარ გადაწყვეტილებას დღის მეორე ნახევარში გამოაცხადებს.