პოლიტიკოს თამაზ მეჭიაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი შვილი, ზაზა მეჭიაური და ყოფილი დეპუტატი, ემზარ კვიციანი ავრცელებენ.
“მამა! არ დანებდე! იბრძოლე!”, – წერს ზაზა მეჭიაური.
ემზარ კვიციანის ინფორმაციით, თამაზ მეჭიაური კლინიკაში ფილტვების დაზიანებით მოათავსეს.
“ფილტვების დაზიანების 4% -ით შევიდა. 2-3 დღეში უკეთ იყო. ველაპარაკებოდი ლაივით.
გუშინწინ, დილის 9 საათზე დავურეკე, ცუდად იყო. მითხრა, ძლივს გავათენე ღამეო. ექიმები სად იყვნენ მეთქი და გადააგდო გვერდზე თავი. ძალიან უიმედოდ.
გუშინ კატე გადაუღეს. უკვე 18-ზე გაიზარდა დაზიანება ფილტვების. დღეს უკვე 85% ია.
ხალხნო ესაა მკურნალობა! და ამას ვეუბნებით არ დანებდეო, რომელიც 4 ქულით მივიდა დახმარების თხოვნით და პირიქით კოვიდის მხარეს აღმოჩნდნენ ის ხალხი ვისი იმედიც ჰქონდა!!! ვერ ვხვდებით???”, – წერს ემზარ კვიციანი.