ამერიკულ ლიგაში წლის მამა საყვარელი გუნდის თამაშს უყურებდა და ცალი ხელით შვილს მულტფილმს აყურებინებდა.
ეს MLS-ის რეგულარული ჩემპიონატის შეხვედრა იყო „ატლანტასა“ და „ცინცინატს“ შორის – 1:1.
თამაშის დროს ტრიბუნაზე შეამჩნიეს „ატლანტას“ გულშემატკივარი, რომელიც მაშინვე გახდა „წლის მამის“ წოდების პრეტენდენტი. კაცი თამაშს უყურებდა, ზურგს უკან კი სმარტფონი ეჭირა, რომელშიც მისი პატარა ვაჟი მულტფილმს უცქერდა.
შარშან „ატლანტა“ MLS-ის გამარჯვებული გახდა.
Dad of the year #AtlantaUnited pic.twitter.com/U4PdXjrC2H
— Taylor Scalera (@Yo_bino) March 11, 2019