უმცროსს კრიშტიანოს „იუვენტუსში“ გააქვს და გააქვს. უფროსი კრიშტიანო ამაყია.
ბიჭი მამას ემსგავსება.
კრიშტიანო რონალდომ ინსტაგრამზე შვილის თამაშის მომენტები გამოფინა. კრიშტიანინიო „იუვეს“ U-9 გუნდში გამოდის და ბოლო მატჩში ორი გოლიც შეაგდო.
უფროს კრიშტიანოს სურს, რომ მისი ვაჟი ფეხბურთის ვარსკვლავი გახდეს. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ეს ასეც იქნება – იტალიაში უმცროსმა მამაზე უკეთ დაიწყო: ბავშვმა პირველივე შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა.