LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა იერონიმე: „სრული დაფინანსებით ჩავირიცხე ჟენევის უნივერსიტეტთან არსებულ Bossey Ecumenical Institute-ში…“

328
მამა-იერონიმე

ქართველი სასულიერო პირი მამა იერონიმე სოციალურ ქსელში შვეიცარიაში გადაღებულ ფოტოს ავრცელებს და სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს – ის შვეიცარიაში ერთ-ერთ პრესტიჟულ სასწავლებელში ჩაირიცხა.

„ჩემს ცხოვრებაში, აკადემიური კუთხით ახალი და საინტერესო ეტაპი დაიწყო.

მინდა, ჩემს კეთილის მსურველებს გაგიზიაროთ ჩემი სიხარული და გაუწყოთ, რომ სასწავლო მიზნით, გარკვეული პერიოდით საცხოვრებლად გადმოვედი შვეიცარიაში, რადგან სრული დაფინანსებით ჩავირიცხე ჟენევის უნივერსიტეტთან არსებულ Bossey Ecumenical Institute-ში, “CAS” – გაძლიერებული სწავლების, ინტერქრისტიანული მიმართულების სასწავლო პროგრამაზე.

სწავლაში ხელშეწყობისთვის, მამობრივი რეკომენდაციისთვის და ლოცვა-კურთხევისთვის, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს მღვდელმთავარს, მეუფე საბას (Bishop Saba). ასევე, გაწეული შთამბეჭდავი რეკომენდაციებისთვის და მოტივაციისთვის დიდ მადლობას ვუხდი ჩემი უნივერსიტეტის ბერძენ პროფესორებს თესალონიკში.

წინ გზა დიდი და რთულია, თუმცა მჯერა, რომ უფლის მადლითა და შემწეობით ყველაფერი კარგად იქნება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g