რომის სამრევლოს წინამძღვარი, იოანე ხელაია სოციალურ ქსელში თბილისში მოკლული ახალგაზრდას, ნიკო კვარაცხელიას შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ამ საზარელი კადრების ნახვის შემდეგ სხეული გაეყინა:
„გუშინ ერთი წელი გავიდა,ჩემი ოქროს ბიჭის ნიკოს მკვლელობიდან.
როგორ მახსოვს, დილით ტელევიზებმა გადმოცეს ნიკოზე დავდასხმა.
მას ცხრა ტყვია აქვს მოხვედრილი და დაჭრილი ნიკო კვარაცხელია გადაყვანილია საავადმყოფოში, უტარდება სასწრაფო ოპერაციაო.
საღამომდე როგორ ველოდებოდი მის გადარჩენას.
კადრების ნახვის მერე მთელი სხეული გამეყინა. ვერც ვიტირე…
ჩანს, ცრემლიც არ მქონდა, ისეთი გაყინული ვიყავი.ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი.
ყველანაირად ავიყვანე თავი ხელში, რომ სახლში რამე არ დამემტვრია.
უდანაშაულო სისხლი, ნათელი მომავალი, სიკეთის და წესიერების განსახიერება. ჩვენ თვალწინ არაკაცურად დახვრიტეს, დიახ, პირდაპირ ზურგიდან მიპარული ათეული ტყვია ესროლეს.
ჩვენ თვალწინ მოკლეს ნათელი მომავალი, ნიჭი და პატიოსნება.
ნიკო, შენი ლამაზი და უდანაშაულო სული უფალთან იქნება და ილოცებს ჩვენზე, თავის ოჯახის წევრებზე და საყვარელ ადამიანებზე.
ვაი მათ, ვინც ეს დაგეგმა და ამდენი უდანაშაულო ადამიანის ცოდვა იტვირთა.
ღმერთმა გიშველოთ ყველას და სინანულის ცრემლები მოგცეთ.
ნიკო, შენი ლამაზი უკვდავი სული აცხონოს უფალმა. მიყვარდი! მაგრამ, გარდაცვალების მერე ასმაგად შეგიყვარე“.
