მამა პეტრე კოლხი „ყვითელ ყუთს“ სტუმრობდა და გადაცემას საკუთარ სახლშიც უმასპინძლა, რომელიც ბოლო პერიოდში აიშენა, როგორც თავად ამბობს, ძალიან საკრალური ადგილია. სახლი შიდა ქართლში მდებარეობს.
რატომ გაშორდა ცოლს პეტრე კოლხი: “ყველაფრით დავიღალე, ეკლესიითაც”
პეტრე კოლხი:
„ჩემთვის ეს არის სულის სავანე, ნავსაყუდელი. სოფლელობა არ ნიშნავს იმას, რომ სოფელში ცხოვრობდე. ყველაზე დიდი პროვინციალიზმი ყველაზე დიდ ქალაქში აღმოვაჩინე, ამიტომ სოფლელობას თბილისიდან გავექეცი.
ხშირად ვუყრუებ მთვარეს. სულ მგონია, რომ ყველა ჩვეგანი ახალი პლანეტა, ვარსკვლავი, ახალი სამყარო ვართ.
ჩემი მდგომარეობა მინდა იყოს სიჩუმე, მდუმარება, სიმშვიდე, სიწყნარე. გარეთ ქარია, მაგრამ როცა ქარში მშვიდად ხარ, შენ უკვე გამარჯვებული ხარ…“
