LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა-შვილმა ბექჰემებმა საქველმოქმედო მატჩი ერთად ითამაშეს

44

დევიდ ბექჰემმა უფროს ვაჟს, ბრუკლინს პარტნიორობა გაუწია და საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩის სათამაშოდ მასთან ერთად გავიდა. ეს შეხვედრა დიდი მატჩის ერთგვარი რეპეტიცია იყო, რომელიც 14 ნოემბერს მანჩესტერში ”იუნისეფის” ეგიდით გაიმართება. თამაშის მიზანია უსახლკარო ბავშვებისათვის თანხის შეგროვება.

ბექჰემთან ერთად მოედანზე ბოი ბენდის ”One Direction”-ის წევრი, ჰარი სტაილზიც გავიდა. აღსანიშნავია, რომ სტაილზი უფროსი ბექჰემის ტალანტის ცნობილი თაყვანისმცემელია, ბრუკლინი კი ”One Direction”-ის ფანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები