LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცის 7 ყველაზე ძვირადღირებული საათი

78

მაჯის საათი, მამაკაცების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი აქსესუარია. რაც უფრო ვითარდება სამოდელო კულტურა, მამაკაცებშიც მით უფრო მეტად პოპულარული ხდება მოდური საათები. შესაბამისად ძალიან ბევრი, მოდური და ძვირადღირებული საათები ჩნდება გაყიდვაში. გთავაზობთ 7 ყველაზე ძვირადღირებული და მოდური საათების ჩამონათვალს:

 

Hublot Classic Fusion Haute Joaillerie

ამ საათის ფასი მილიონ დოლარს შეადგენს. რატომ ასე ძვირი? Hublot Classic Fusion Haute Joaillerie მხოლოდ 8 ცალია დამზადებული. შესაბამისად ძალიან იშვიათი და მცირეტირაჟიანია. მის დასამზადებლად 25-კაციანი ჯგუფი დაიქირავეს და მისი კორპუსი 1185 ალმასისაგან შედგება.

hublot

 

Roger Dubuis Excalibur Quator

საათი, რომლის ფასიც მილიონ ასოცდახუთი ათასს შეადგენს, დამზადებულია შვეიცარიაში და გამოშვებულია მხოლოდ სამ ეგზემპლარად. მისი კორპუსი შეფერილია კრემისფრად, მასში მოთავსებულია 4 ზამბარა და ხუთი დიფერენციალი, რომლებიც იდეალურად მუშაობენ დროის ნებისმიერ მონაკვეთში.

Roger-Dubuis-Excalibur-Quatuor

 

Jeager-LeCoultre Hybris Mechanica a Grande Sonnerie

ამ საათის ფასი 1 474 070 დოლარია. ამ საათის მთავარი ღირსება მისი ნაწილების რაოდენობაა, რომელიც 1472-ს აღემატება, რაც მას ანიჭებს ისტორიაში ყველაზე ძნელი საათის მექანიზმის წოდებას.

jaeger-lecoultre-hybris-mechanica-grande-sonnerie-watch

 

Vacheron Constantin Tour De L’lle

კიდევ ერთი საათი, რომელსაც შეუძლია იტრაბახოს თავისი რთული მექანიზმით, გამოშვებულია მხოლოდ და მხოლოდ 8 ეგზემპლარი. საათი თავის ბედნიერ პატრონს ატყობინებს არა მარტო დროს, არამედ დღისა და ღამის მონაცვლეობას, ვარსკვლავების განლაგებას და ა.შ. მისი ფასი 1 538 160 დოლარია.

Vacheron-Constantin-Tour-de-IIle

 

Greubel Forsey Art Piece 1

შვეიცარიაში დამზადებული ეს საათი 1 600 000 დოლარი ღირს. კომპანია Greubel Forsey 2004 წელს დაარსდა და ამ საათის დამზადებით, ძალიან მალე გაითქვა სახელი. საათის მთავარი ღირებულება მის შიგნით მოთავსებული მინიატურული სკულპტურული დეტალებია, რომლითაც ყველაზე ორიგინალური საათის ტიტული მოიპოვა.

Art-Piece1

 

Richard Mille RM 56-01 და RM 56-02

იმის გამო რომ ამ საათების კორპუსში დატანილია საფირონის თვალი და მისი დამზადება ძალიან რთულია, გამოშვებული იქნა მხოლოდ 5 ეგზემპლიარი, რომლის ფასიც 1.850 000 დოლარს შეადგენს. თითო საათის კორპუსის დამზადებას 40 დღე და დამატებით 400 საათის შეუჩერებელი მუშაობა სჭირდება.

RM-56-01-02

 

A.Lange & Sohne Grand Complication

საათის ფასი 2 490 000 დოლარია, რითაც ჩვენი ჩამონათვალის უპირობო ლიდერია. საათი შედგება 876 ცალკეული დეტალისაგან და თუ კომპანიის წარმომადგენლებს დავუჯერებთ, ისეთი რთული დასამზადებელი გამოდგა, რომ მხოლოდ 6 ეგზემპლარი იქნა გამოშვებული 6 წლის განმავლობაში. გარდა ამისა საათს აქვს მოოქროვილი კორპუსი, კალენდარი რომელიც 2100 წლამდე იდეალურად იმუშავებს და იდეალური ხმოვანი სიგნალი, რომელიც საათში ერთხელ გვატყობინებს თუ რა დროა.

grand-complication

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები