LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 საუკეთესო ადგილი იმ მამაკაცებისთვის, ვინც მარტო მოგზაურობს

121
photo-of-a-young-single-man-sitt

მარტო მოგზაური მამაკაცი ბრძანდებით, თავგადასავალი გწყურიათ და არ იცით საით წახვიდეთ? ამ მიმართულებით მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ბევრი კურორტი, სასტუმრო თუ ჰოსტელი მარტოხელა მამაკაცების საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს ერგება და მოგზაურობის დროს მეტ სოციალიზაციას სთავაზობს.

ტრადიციულად სოლო მოგზაურები ქალები იყვნენ ხოლმე და ეძებდნენ ისეთ აქტივობებს, რაც მანამდე არ გამოუცდიათ, თანამედროვე მამაკაცისთვის კი მარტო მოგზაურობა გართობა და მეტი ემოციაა. სოლო მოგზაურობით ტკბობა ნებისმიერი ასაკის მამაკაცს შეუძლია და მნიშვნელოვანი ისეთი დანიშნულების პოვნაა, რომელიც ინდივიდუალურ ინტერესებს ყველაზე მეტად ერგება.

მთავარი დანიშნულებებია?

• ლას ვეგასი, სან დიეგო, სიეტლი, ამსტერდამი, ბარსელონა, იბიცა, ბანგკოკი და სეული.
• ეს დანიშნულებები ღამის ცხოვრების, კულტურული გამოცდილების და გარე აქტივობების მიქსს გვთავაზობს და ალბათ ყველა ინდივიდუალურ მოთხოვნას ერგება.
• სოლო მოგზაურობა ეს არის თავისუფლება და დამოუკიდებლობა ახალი ადგილების აღმოჩენისას, რაც პიროვნულ ზრდასთან და თვითგამორკვევასთანაცაა კავშირში.
• საცხოვრებლის უზარმაზარ ვარიაციაში სოლო მოგზაურებს ბიუჯეტ-მეგობრული და თავისი მოთხოვნების შესაბამისი ვარიანტის შერჩევა მარტივად შეუძლიათ.
• და ბოლოს, ახალი ადამიანების გაცნობა. მნიშვნელობა არ აქვს ჰოსტელში გაჩერდებით, ქალაქის ფეხით შემოვლას გადაწყვეტთ თუ უბრალოდ კაფეში შეხვალთ – მილიონი შანსი გექნებათ, რომ საინტერესო ინდივიდებს გადააწყდეთ. მარტო მოგზაურობა კომფორტის ზონიდან გამოსვლას, საუბრებში ჩართვას და ზოგჯერ ხანგრძლივი მეგობრობის დასაბამს გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები