LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცის ქოლგის ხუთი ორიგინალური ვარიანტი

514

წვიმის სეზონის დადგომასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება ქოლგის ტარება, თუმცა კლასიკური ვარიანტი დიდი ხანია მოძველდა და მოსაწყენიც გახდა. გთავაზობთ, ორიგინალური ქოლგების საუკეთესო ხუთეულს.

* ორმაგი ქოლგა

მართალია, შეყვარებულებს ძალიან უყვართ წვიმის დროს ერთი ქოლგის ქვეშ თავის შეფარება, მაგრამ ზოგჯერ, ამგვარი სეირნობა მეტად მოუხერხებელი და არაკომფორტულია, Dualbrella-ს ორმაგი ქოლგა კი, სწრაფად მოგიგვარებთ ყველა პრობლემას.

bb7cdca66af506b1dfbc080824f25b44

* ქოლგა მრავლისთქმელი ნახატით

ზოგჯერ წვიმა იმდენად მოსაბეზრებელი და გამაღიზიანებებლია, რომ ერთადერთი გამოსავალი, სამყაროსთვის და კაცობრიობისთვის მართალია არაკორექტული, მაგრამ ნეგატიური ემოციების საუკეთესოდ გამომხატველი ჟესტის ჩვენებაა. როგორც ამბობენ, უარყოფითი ემოციებისგან დაცლა საკმაოდ კარგად ხსნის დაძაბულობას ცუდ ამინდში.

7228d4d3ee22b3a0d01cac98d0784043

* Wifi-ქოლგა

სოციალური ქსელების მოყვარულებს ინტერნეტით სარგებლობა ახლა უკვე წვიმაშიც თავისუფლად შეუძლიათ. იაპონელმა მეცნიერებმა სულ ცოტა ხნის წინ შეიმუშავეს ქოლგის მოდელი, რომელსაც ამინდის პროგნოზის გადაცემასთან ერთად, ინტერნეტიდან სურათების და ვიდეოკლიპების გადმოტვირთვაც შეუძლია. ”ეკრანის” ფუნქციას აქ ქოლგის შიდა მხარე ასრულებს. გარდა ამისა, საოცარ გაჯეტს მასში ჩამონტაჟებული ფოტოაპარატით ფოტოების გადაღება და მათი ინტერნეტში ჩატვირთვაც შეუძლია.

8cd9b3d48f18cb1d36a6f21f27b84619

* ქოლგა-კასეტი

ყველაზე მამაკაცური ქოლგა, რომლის ტარებასაც ალბათ ნებისმიერი მამაკაცი ინატრებდა.

527f8e674532ecbaaf6e4fea24cc203e

* მანათობელი ქოლგა

ქოლგის კონსტრუქცია მეტად ორიგინალურადაა აწყობილი – წვიმის წვეთები ქოლგის ზედაპირზე დამონტაჟებულ შუქ-დიოდებს ხვდება, წყლის კინეტიკური ენერგია კი ელექტროენერგიად იქცევა და ქოლგაც ავტომატურად ნათდება. ამგვარი ატრაქციონის ნახვა, ყველაზე ეფექტური რა თქმა უნდა, წვიმიან ღამესაა.

5b3bcd9987beec99851ffbaa8f39597e

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები