LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცმა ავიაკომპანიას ზედმეტი წონის მქონე თანამგზავრების გამო უჩივლა

64

ავსტრალიელმა მამაკაცმა ავიაკომპანიას ზედმეტი წონის მქონე თანამგზავრების გამო უჩივლა და კომპენსაციის სახით 100 ათას დოლარს ითხოვს.

მაიკლ ენტონი ტეილორი American airlines-ს უჩივის, რადგან 14 საათიანი ფრენა მისთვის ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა. “The Daily Telegraph”-ის ინფორმაციით, 67 წლის მამაკაცი ორ მგზავრს შორის იჯდა და ორივე მათგანი საკმაოდ დიდი ზომის იყო. მაიკლი მთელი რეისის განმავლობაში საკმაოდ უხერხულად იჯდა და ზოგჯერ ფეხზე დგომაც კი უწევდა, რადგან მისი მეგზურები სავარძლებში ვერ ეტეოდნენ. ბორტგამცილებლებმა მას ადგილის შეცვლაზე უარი უთხრეს, რის გამოც მამაკაცმა წელისა და კისრის ტრავმა მიიღო და მკურნალობაც სჭირდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები